"ქართული ოცნება" მომდევნო აქციას ბათუმში გამართავს

საქართველო, თბილისი - 2012-07-17 11:49:00

"ქართული ოცნება" მომდევნო აქციას, 5 აგვისტოს, ბათუმში გამართავს, აღნიშნულისა შესახებ ჟურნალისტებთან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში.