ივანე მერაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიიღო

საქართველო, თბილისი - 2012-07-16 19:30:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. ალიევმა მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ მერაბიშვილის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული კავშირების გაღმავებაზე ისაუბრეს.