ივანე მერაბიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2012-07-16 14:14:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიაში განუცხადეს, ივანე მერაბიშვილი ბაქოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. სახელმწიფო კანცელარიაში აცხადებენ, რომვიზიტის ფარგლებში მერაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.