NDI: "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა, "ქართული ოცნების" - გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2012-07-16 12:00:00

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.

NDI-ის შეკითხვაზე რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? რესპოდენტთა 34 %-ი "ნაციონალურ მოძრაობას", 20 %-ი კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ხოლო გამოკითხულთა 16 %-მა დასმულ კითვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ თებერვლის კვლევასთან შედარებით იგივე კითხვაზე "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 41 %, ხოლო "ქართულ ოცნებას" 11 % უჭერდა მხარს.

შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით 4-22 ივნისს. პირდაპირი ინტერვიუერის პრინციპით 6299 რესპოდენტი გამოიკითხა.