ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 2012-07-15 20:06:00

კოალიცია "ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში მიმდინარე აქციაზე შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

გორში დასახლედა სოსო ვახტანგიშვილი (კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ყოფილი წევრი), ქარელში - ლერი ხაბელოვი, ხაშურში - ვალერი გელაშვილი (ორგზის პარლამენტის წევრი), კასპში - დავით ონოფრიშვილი - ეკონომისტი.