გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს მადლიერი უნდა იყოს

საქართველო, თბილისი - 2012-07-15 14:49:00

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის გამო რუსეთი საქართველოს მადლიერი უნდა იყოს. ამის შესახებ "ეხო მოსკვის" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ავღანეთში 900-კაციან კონტინგენს 1700-მდე ზრდის, აღნიშნულის მიზეზად კი კოალიციისა და მიმდებარე სახელმწიფოების საჭიროება დაასახელა.

"ეს უნდა ყველა მიმდებარე სახელმწიფოს, რათა ავღანეთი კვლავ არ იქცეს ალ-ქაიდას, ტერორიზმის, გიგანტური ნარკოვაჭრობის და ა.შ. ბუდედ. მოსკოვში ჩვენ მადლობას უნდა გვიხდიდნენ, რომ ამ კოალიციაში ვმონაწილებთ. და არც თუ უკანასკნელი დოზით ვაკეთებთ იმას, რაც რუსეთის ინტერესებშია. რადგანაც , როცა კოალიცია წავა იქიდან, ჯერაც საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ უზრუნველყოფს რუსეთი თავის სამხრეთ საზღვრების დაცვას", - განაცხადა ვაშაძემ.