აშშ-ში აივ-ინფექციის დასადგენი ექსპრეს-ტესტის გაყიდვა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2012-07-04 14:34:00

აშშ-ში რეალიზაციის უფლება გაიცა მსოფლიოში პირველ ექსპრეს-ტესტზე, რომელიც შესაძლებელს ხდის სახლის პირობებში დადგინდეს დაინფიცირებულია თუ არა ადამიანი აივ-ინფექციით.

ტესტი ცნობილია OraQuick-ის სახელით და ის შესაძლებლობას იძლევა ნერწყვში აღმოაჩინოს ანტისხეულები. OraQuick შედეგს 40 წუთში იძლევა.

ტესტის შეძენა აფთიაქებში, მაღაზიებსა და ონლაინ-გაყიდვაში რეცეპტის გარეშე იქნება შესაძლებელი.

აშშ-ის რეგულატორები მიიჩნევენ, რომ ტესტი შესაძლებელს გახდის შემცირდეს აივ-ინფექციის გავრცელება იმ ადამიანებს მიერ, რომლებიც დაავადებულნი არიან, მაგრამ ამ ეტაპზე მათთვის დაავადების შესახებ ცნობილი არ არის.

აშშ-ის ხელისუფების მონაცემებით, აივ-ინფექციის მატარებელი 1,2 დაინფიცირებულიდან ყოველმა მეხუთემ არ იცის რომ იგი დაავადებულია.