საქართველოს ხელბურთლთა ნაკრები "ჩელენჯ ტროფის" ფინალში დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 2010-01-23 20:45:00

ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ "ჩელენჯ ტროფის" ფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთის ნაკრებთან 28:30 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სერგო დათუკაშვილი იყო, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში 11 გოლი გაიტანა.


საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თევზაძე, დათუკაშვილი (11 გოლი), რუსია (5), მსხვილიძე (4), ტალახაძე (3), ჩიქოვანი (2), ჭანტურია (1), კალანდაძე (1), კირილოვი (1), მაისურაძე; ამირანაშვილი, ყიფიანი, გოგალაძე, სამყურაშვილი


მთავარი მწვრთნელი: მერაბ მეტრეველი
მწვრთნელი: ირაკლი კეკელიძე