მისი თქმით, ლაზიკაში სპეციალური, განსაკუთრებული რეგულაციები იქნება როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის, ისე საგადასახადო და ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ახალი ქალაქი უნდა დამკვიდრდეს არა მხოლოდ საქართველოს რუკაზე, არამედ მსოფლიო რუკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქს სპეციალური რეგულაციები ჰქონდეს ეკონომიკური აქტივობის წახალისების კუთხით. მაგალითად, საგადასახადო რეჟიმი ლაზიკაში შედარებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დანარჩენ საქართველოშია. მას მაღალი დონის თვითმმართველობა ექნება და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ქალაქი იქნება საქართველოს შიგნით", -განმარტა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაზიკასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შედის, რაც ლაზიკის სპეციალურ სტატუსს უკავშირდება და მისი ავტორი საქართველოს პრეზიდენტია.