მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 1600 წლის წინ გამოქვაბულებში ასურელი მამები ცხოვრობდნენ. „ეს შეიძლება იყოს ბერების საცხოვრებელი ადგილები, შეიძლება იყოს ეკლესიები, ისე როგორც გარეჯში, როგორც კახეთის სხვა მრავალ ხეობებშია. ეს ისეთი ძეგლია, არავის არ უმუშავია და ასეთი ფენები, ხელუხლებელი, ყველგან არ არის შემორჩენილი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ.
სპეციალისტები ნებართვას ელოდებიან, რომლის მიღების შემდეგ ხელოვნური გამოქვაბულების შესწავლას დაიწყებენ.