საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2012-05-07 09:17:00

საქართველოში დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 08:40 საათზე დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა .

მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში დედოფლისწყაროსთან, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.