"კომერსანტზე" და სხვა საიტებზე DDoS შეტეევა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2012-05-06 15:26:00

საგამომცემლო სახლი "კომერსანტის", ოფიციალური ინტერნრტგვერდი მომხმარებლისთვის მიუწვდომელია. ასევე გათიშულია "ეხო მოსკვის", ტელეკომპანია "დოჟდის" და " slon.ru"-ს საიტები. მათზე ჰაკერულლი შეტევა ხორციელდება.


კომერსანტის ადმინისტრაციის განცხადებით, რომელიც FACEBOOK-ზე გამოქვეყნდა, საიტზე DDoS შეტეევა მიმდინარეობს.

"საიტი მასირებული DDoS შეტევის ქვეშაა", - კომერსანტის იუწყება ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ ასეთი მძლავრი შეტევა საიტზე 2008 წლის მერე არ განხორციელებულა, როდესაც ის რამდენიმე დღე გრძელდებოოდა.