,,წლის ბოლომდე მშენებელი ძალიან მშვიდად და წყნარად მოახერხებს, მშენებლობის დამთავრებას,, - აღნიშნა დეპუტატმა.
ბობოხიძის განცხადებით, 26 მაისს ქუთაისში მხოლოდ პარლამენტის საზეიმო სხდომა გაიმართება და ამ დროისთვის პარლამენტის გარე ფასადი და სხდომათა დარბაზი დასრულებული იქნება.
რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაცის იმასთან დაკავშირებით, რომ შენობამ 60 სანტიმეტრამდე დაიწია, ბობოხიძე მედიას ურჩევს, პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ჭორებით ნუ დაინტერესდებიან.
"რა თქმა უნდა ეს არ არის რეალური, ამ შემთხვევაში შენობა აუცილებლად დაინგრეოდა" -დასძინა დეპუტატმა.