"ქართული ოცნებამ" ზურაბ დელიანიძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველო, თბილისი - 2012-05-04 14:02:00

გლდანის ციხეში გარდაცვლილ ზურაბ დელიანიძის ოჯახისწევრებს ,,ქართული ოცნების" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამძიმარი გამოუცხადეს.

დღესვე ქობულეთში ჩავა, კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც.

შეგახსენებთ, 39 წლის ზურაბ დელიანიძე, სასჯელს მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის იხდიდა.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ პატიმარი ციხეში ცემის შედეგად გარდაიცვალა.