საბურთალოს და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-05-04 13:28:00

 სარემონტო სამუშაოების გამო 7 მაისს 10 საათიდან 16 საათამდე საბურთალოს და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის, შმიდტის, ასათიანის, ზაქარიაძის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.