მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საქართველო, თბილისი - 2012-05-04 13:27:00
![]()
ქვესადგურში "სოლოლაკი" სარემონტო სამუშაოების გამო 7 მაისს 12 საათიდან 17 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, კოჯრის, ლერმონტოვის, ასათიანის, ქიქოძის, იაშვილის, მაჩაბლის, ზალდასტანიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.