დღეს პატრიარქის ფოტოების გამოფენა მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 2012-05-04 09:05:00

დღეს, 4 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, პატრიარქის ფოტოების გამოფენა მოეწყობა.

ფოტოგამოფენა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის, დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენის შემდეგ XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნის საღამო გაიმართება.

ნაჩვენები იქნება დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი "ნათელი იგი", რომელიც ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. ღონისძიებებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრება.