თბილისის მიმდებარე სოფლებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-05-02 18:26:00

 4 მაისს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, თბილისის მიმდებარე სამ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.

სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.