მინისტრს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.
კომიტეტის სხდომაზე დაიწყება "ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" განხილვა. პროექტს კომიტეტის ხელმძღვანელი ნუგზარ წიკლაური ექსპერტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს გააცნობს. დოკუმენტი კომიტეტმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ ერთობლივად შეიმუშავეს.