ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებდოდნენ თურქეთის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შ. იალჩინი და ამავე უნივერსიტეტის დამფუძნებელი, პროფესორი კ. ტორლაკი.
თურქ სტუმრებს სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო, კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და განვითარებას ითვალისწინებს.