აპარატი აწარმოებს პლაზმას, რომლის ტემპერატურა 22-23 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. მოწყობილობის დახმარებით ფირფიტაზე 17 ფენა ბაქტერიის სტერილიზება 5 წუთის განმავლობაში შეძლეს.
შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია საველე პირობებში სტერლიზაციისთვის, ჭრილობის დამუშავების დროს ის არ ტოვებს კანის ზედაპირზე დამწვრობის კვალს. სპეციალისტების შეფასებით, მოწყობილობის წარმოებისას, მისი თვითღირებულება 100 აშშ დოლარს არ გადააჭარბებს.