მეცნიერები ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ტრანსცხიმების გავლენას ემოციურ არამდგრადობაზე. კვლევების დასაწყისში მოხალისეები ფსიქიკურ აშლილობას არ განიცდიდნენ.
შემდგომში ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს დაეცვათ უჩვეულო დიეტა, რომელიც ტრანსცხიმებით იყო გაჯერებული.
კვლევების ბოლოს დეპრესიის 657 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, მათში, ვინც დიდი ოდენობით ტრანსცხიმებს იღებდა, 42% -ით იყო გაზრდილი დეპრესიის განვითარების რისკი. ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა იმ შემთხვევაში, როცა მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს მავნე ჩვევებზე (მოწევა, ალკოჰოლის მიღება) ფიზიკური აქტივობა, სქესი, სხეულის მასის ინდექსი და რისკის სხვა ფაქტორი. ხოლო ზეითუნის ზეთი და ნაწილობრივ გაჯერებული ცხიმები, რომლითაც მდიდარია თევზი, დეპრესიას შველოდა.