აფხაზეთში სამხერდო წვრთნები იწყება

საქართველო, თბილისი - 2009-10-21 10:02:00

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სწავლებას იწყებს.

სწავლება წებალდას პოლიგონზე გაიმართება და მისი თემა მაღალმთიან მიდამოებში ღამით, თავდაცვითი ომის წარმოებაა.

სწავლებაში საარტილერიო დივიზიონი, ნაღმტყორცნელთა და საცეცხლე მხარდაჭერის 5 დანაყოფი მონაწილეობს.

სწავლება 23 ოქტომბერს დასრულდება.