110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშება

საქართველო, თბილისი - 2012-03-27 19:28:00

აზერბაიჯანის მიმართულებით ახალი, 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვა. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით მარაგდება "რუსთავის წყალი", რის გამოც ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწდება 28 მარტს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, 30 მარტს - 11:00 საათიდან 19 საათამდე, 2 აპრილს დილის 10:00 საათიდან - 3 აპრილის 18:00 საათამდე.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი შეფერხებისთვის. სსე ყველა ღონეს იხმარს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეასრულოს სამუშაო და ქალაქის მოსახლეობას დროულად აღუდგეს წყლის მიწოდება.