ანტიკრიზისული საბჭო "TV 25"-ის საკითხზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 2009-10-21 08:59:00

დღეს, 21 ოქტომბერს, ანტიკრიზისული საბჭო აჭარის დამოუკიდებელი ტელევიზია "TV 25"-ის საკითხზე იმსჯელებს. ამ საკითხზე ინფორმაციას ფინანსთა ანტიკრიზისული საბჭოს წევრები მინისტრის მოადგილისგან მოისმენენ.

დღესვე ანტიკრიზისული საბჭო "ქართული დასის" ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივაზეც იმსჯელებს, რომელიც მოსახლეობის კომუნალური გადასახადების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს.