სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყვარლის რაიონს 437 185 ლარი გამოეყო

საქართველო, თბილისი - 2010-01-13 16:57:00

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ყვარლის რაიონს 437 185 ლარი გამოეყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა, პრობლემების გამოსაკვეთად მოსახლეობასთან სოფლებში შეხვედრები უკვე ჩატარდა.

`კონტროლის მიზნით შექმნილია კომისიები, რომლებთანაც იანვრის მეორე ნახევარში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შეხვედრებს გეგმავს. ამის შემდეგ ჩამოყალიბდება შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ვარიანტი. შეხვედრების გრაფიკი ხელმისაწვდომია და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია~, - განაცხადა ყვარლის გამგებელმა.