მეცნიერებმა "კარგი" ქოლესტერინის "ცუდად" გარდაქმნა ახსნეს

საქართველო, თბილისი - 2012-03-04 16:25:00

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ მუშაობს ცილა, რომელსაც გააქვს ქოლესტერინი მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებიდან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებში, სადაც გარდაქმნის "კარგს" "ცუდად". ეს კი ხსნის გზას გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკისათვის და ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ლორენს ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიის მკვლევრებმა პირველად მიიღეს ცილის ქოლესტერინის ეფირის გადამტანის სტრუქტურის გამოსახულება. ეს გამოსახულება მიღებულ იქნა ელექტრონული მიკროსკოპის მეთოდის გამოყენებით.