"ჩვენ ქართველი ხალხის საარჩევნო ხმების გაყალბებას არავის შევარჩენთ. მიხეილ სააკაშვილი მიიღებს იმას, რაც მოხდა 2003 წელს. ზუსტად იგივე პრობლემა იყო მაშინ და ეს ქართველმა ხალხმა არ მოითმინა. ოპოზიცია ქუჩის აქციებს აუცილებლად მიმართავს, იმისთვის, რომ ასე თავხედურად არ გაგვიყალბონ არჩევნები", _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ხმების მოპარვა არავის შერჩება და ოპოზიცია კანონის უზენაესობის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.