სამშვიდობო მისიით მყოფი ჯარისკაცებიდან 2 ათას 236-მა ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა

საქართველო, თბილისი - 2008-01-08 12:08:00

ერაყსა და კოსოვოში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი ჯარისკაცებიდან ლევან გაჩეჩილაძეს ხმა 23-მა, მიხეილ სააკაშვილს კი _ 2 ათას 236 სამხედრო მოსამსახურემ მისცა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამშვიდობო მისიით მყოფი ჯარისკაცების ხმების დათვლის შემდეგ მონაცემები ასე გადანაწილდა: კოსოვოში მყოფი 191 ჯარისკაციდან 3 ხმა ლევან გაჩეჩილაძემ მიიღო, 186 კი _ მიხეილ სააკაშვილმა, ერაყის ქალაქ ალკუტში 1953 სამხედრო მოსამსახურიდან 18 ხმა გაჩეჩილაძეს, ხოლო 1896 მიხეილ სააკაშვილს ერგო, ბაღდადის 163 ჯარისკაციდან კი 2 ხმა ლევან გაჩეჩილაძეზე, 154 მიხეილ სააკაშვილზე გადანაწილდა.

5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ერაყში 2, კოსოვოში კი _ 1 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც არჩევნებში მონაწილეობა სამშვიდობო მისიით მყოფმა 2307-მა ჯარისკაცმა მიიღო.