იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 2008-01-07 13:30:00

უკრაინის პრემიერმა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სატელეფონო საუბარში იულია ტიმოშენკომ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოში ჩამოვა.

მილოცვა სააკაშვილმა გუშინ ლიტვის და ყაზახეთის პრეზიდენტებისგანაც მიიღო.