1048 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, 51%-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 2008-01-06 19:21:00

ცესკომ 1048 საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 51 პროცენტით ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი. 26 პროცენტით ლევან გაჩეჩილაძე.

"ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შემოსულა სამეგრელოს ზოგიერთი რაიონიდან და სამცხე-ჯავახეთიდან. ვვარაუდობთ რომ 21 საათისთვის შევძლებთ საქართველოს მასშტაბით არსებული მონაცემების გამოქვეყნებას" ,_ განაცხადა თარხნიშვილმა.