1022 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შედეგად, Aარც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს 50%-იანი ზღვარი არ გადაულახავს

საქართველო, თბილისი - 2008-01-06 19:20:00

1022 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შედეგად, Aარც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს 50%-იანი ზღვარი არ გადაულახავს., რაც ძალაში ტოვებს მეორე ტურის შესძლებლობას.


ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მაჩვენებელმა და 49,54 %რ შეადგინა.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ლევან გაჩეჩიალაძეს, მისი პროცენტული მაჩვენებელი 25,39-ია.

სხვა კანდიდატების მაჩვენებლები კი ასეთია: არკადი პატარკაციშვილი _ 7,42%; შალვა ნათელაშვილი _ 7,21%; დავით გამყრელიძე _ 3,71%, გიორგი მაისაშვილი _ 0,83%; ირინა სარიშვილი _ 0.16%.

ცესკო მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ მონაცემებს დაახლოებით 21 საათისთვის გაავრცელებს.