გიორგი მაისაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს გამარჯვება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 2008-01-06 18:17:00

რიყეზე გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლისას პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მაისაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს გამარჯვება მიულოცა და ამ ფაქტს ქართველი ხალხის გამარჯვება უწოდა.

მაისაშვილმა რიყის ტრიბუნიდან ინგლისურ ენაზე ასევე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მეთიუ ბრაიზას.

"ამას მეთიუ ბრაიზას გასაგონას ვამბობ: "არ არის სამართალი არ არის მშვიდობა". ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვება ეს ქართველი ხალხის, ჩვენი შვილების გამარჯვებაა", _ განაცხადა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რიყეზე გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი 14:00 სათთზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. რიყეზე გამართულ მიტინგს ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები აშუქებენ.