ლევან ბერძენიშვილი: ოპოზიციამ ძალისხმევა საპროტესტო ტალღას კი არა, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უნდა დაუთმოს
საქართველო, თბილისი - 2008-01-06 14:03:00
![]()
"პროტესტი იქნება, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლას არ ვაპირებთ. Oმიმაჩნია, რომ ოპოზიციამ მეტი ძალისხმევა საპროტესტო ტალღას კი არა, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უნდა დაუთმოს. ჩვენი შანსი საპარლამენტო არჩევნებია", _ ამის შესახებ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციას აღარ აქვს საშუალება საზოგადოებას ხმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მიაწვდინოს, ჩვენი ტელევიზიები ბრეჟნევის ხანის ტელერხებად იქცნენ.