ცესკო-მ 264 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 2008-01-06 12:02:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამატებით კიდევ 35 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. თუმცა აღნიშნულ მაჩვენებლებს პროცენტული თავალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოუხდენია. 

თუ წინა მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატს ხმების 57,58% ჰქონდა დაგროვებული, ამჟამად ეს ციფრი 57,17%-ს შეადგენს. მხოლოდ მცირე ცვლილებაა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის პროცენტულ მაჩვენებლებშიც. კერძოდ, წინა მონაცემებით გაჩეჩილაძე ხმების 22,56 პროცენტს ფლობდა, ამჟამად ეს მონაცემი 22,6%-მდე გაიზარდა.

ასევე უმნიშვნელო ცვლილებებია სხვა კანდიდატთა პროცენტულ მაჩვენებლებში.

ამ დროისთვის, ცესკო-ს უკვე გამოქვეყნებული აქვს 264 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები.