გია მაისაშვილი ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბში მივიდა

საქართველო, თბილისი - 2008-01-05 21:06:00

"მომავლის პარტიის" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი, გია მაისაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბში მივიდა.

მაისაშვილი ლევენ გაჩეჩილაძესთან დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს მართავს.

შეგახსენებთ, რომ 24:00 საათზე დაგეგმილია ლევან გაჩეჩილაძის ბრიფინგი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.