პატრიარქი: მთავარია, ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის

საქართველო, თბილისი - 2008-01-05 14:34:00

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო.

პარტიარქმა ხმა კრწანისის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.

"მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვის აირჩევს. მთავარია, ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის, გაუფრთხილდება ერის სულიერებას და ეროვნულ ფასეულობებს, რომლებიც მოპოვებულია საუკუნეების მანძილზე. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", _ აღნიშნა პატრიარქმა.

კრწანისის მე-4 საარჩევნო უბანზე 1 465 ამომრჩეველი ირიცხება