არკადი პატარკაციშვილი საკუთარ არჩევანს ლონდინში გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 2008-01-05 12:20:00

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ხმას ლონდონში მისცემს. 

როგორც გოჩა ჯოჯუამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პატარკაციშვილი საკუთარ არჩევანს საქართველოს საკონსულოს შენობაში გახნილ საარჩევნო უბანში დააფიქსირებს.

ცესკოს ინფორმაციით ლონდინში გახსნილ საარჩევნო უბანზე 1500 ამომრჩეველია რეგისტრირებული.