ათენის ნაციონალური სამხატვრო გალერეიდან პიკასოს რამდენიმე ნახატი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 2012-01-10 14:11:00

ათენში ნაციონალური სამხატვრო გალერეიდან პაბლო პიკასოს რამდენიმე ნახატი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მოპარულ ნახატთაგანი სახელწოდებით "ქალის თავი" პიკასომ ბერძნებს 1946 წელს აჩუქა, მეორე მსოფლიო ომში ბერძნების მიერ ნაცისტებისათვის წინააღმდეგობს გაწევის მადლიერების ნიშნად. ნახატს ეწერა: "ბერძენ ხალხს. პიკასოს ძღვენი".

ბერძნული მედია ასევე აღმნიშნავს, რომ გაქცევის დროს ბოროტმოქმედებმა ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის ნამუშევარი "პეიზაჟი ფერმაში" დააგდეს და დააზიანეს.