წელს ქალაქის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მეორე და მესამე შვილებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე, დაღუპული და დაინვალიდებული პირების ბავშვთა სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში სწავლას; მერიის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევას, 70-იდან ასი ათასამდე სარეიტიგნო ქულის მნქონე მრავალშვილიან, მარტოხელა და უდედმამო ოჯახების 16 წლამდე ასაკის ბავშვთა გლანდების ოპერაციას; ასევე ნულიდან 57 ათასამდე მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას.
მიზნობრივ პროგრამებს მერიის სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის სამსახური რამდენიმე წელია ახორციელებს. წელს პროგრამების საერთო ბიუჯეტი 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.