საიას წარმომადგენელი კანონდარღვევის ფაქტებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 2008-01-05 11:43:00

ცესკო-ში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ოთარ კახიძემ კანონდარღვევის ფაქტებზე საუბრობს. 

მისი თქმით, ცალკეულ კანონდარღვევებთან ერთად ზოგიერთ უბანზე 1 500 ამორჩეველზე მეტი ფიქსირდება.

"კანონი უბანზე მხოლოდ 1 500 ამომრჩეველს ითვალისწინებს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ უბანზე 1 600 და მეტი ამომრჩეველია დაფიქსირებული",- აცხადებს კახიძე.

მისი თქმით, ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია თბილისს მთაწმინდისა და გლდანის საარჩევნო ოლქების ზოგიერთ უბანზე.

საია-ს წარმომადგენლის თქმით, საარჩევნო სიებში დამატებული არიან პოლიციელები და სიების ზრდა ამით არის განპირობებული.