საახალწლო განათებების მონტაჟი ქალაქის მასშტაბით უკვე დასრულდა. მანათობელი ფიგურები დამონტაჟებულია ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე. შარშანდელთან შედარებით წელს დამატებულია 40-მდე ახალი სისტემა,.
საახალწლო ღონისძიებები გორში ცენტრალურ მოედანზე კონცერტით გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ,,ნუცას სკოლის" და ,, ჯეოტარის" მომღერლები და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები. ახალი წლის დადგომა გრანდიოზული ფეირვერკით აღინიშნება.
2-8 იანვარს, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კულტურის ცენტრში გაიმართება საახალწლო ნაძვისხის ზეიმი. ზეიმი გათვალისწინებულია 4000-მდე ბავშვზე, მათი ნაწილი გორის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული დევნილი ბავშვები იქნებიან. ყველა ბავშვს, რომელიც დაესწრება საახალწლო ნაძვისხის ზეიმს, გადაეცემა საახალწლო საჩუქარი - ტკბილეული და სათამაშოები.
საახალწლო ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.