თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". 24 სექტემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ~ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩატარდა. გამოტანილი იყო 24 ლოტი - ყველა სოჭის გირჩით სარგებლობის. აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე სამინისტროში განაცხადების შეტანის ვადა 25 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით იყო. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 11-მა მეწარმემ, კონკურენცია დაფიქსირდა ყველა ლოტზე, გაიყიდა 24-ვე ობიექტი. საერთო ჯამში აუქციონის შედეგად შესულმა თანხამ 4 337 318 ლარი შეადგინა.