თელავის ბავშვთა პოლიკლინიკის რეაბილიტაციისათვის 300 000 ლარი გამოიყო

საქართველო, თბილისი - 2009-12-24 11:40:00

თელავის ბავშვთა პოლიკლინიკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვალერი გრემელაშვილმა განუცხადა, პროექტის განხორციელება 2010 წლის თებერვლიდან დაიწყება.

`პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპზე 180 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო მეორე ეტაპზე 120 000 ლარი. პროექტს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ~, - განაცხადა გრემელაშვილმა.