აშშ-ის ელჩი გრემში სათემო სახლს გახსნის

საქართველო, თბილისი - 2009-12-21 08:47:00

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი სოფელ გრემში, განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებისთვის სათემო სახლს გახსნის. სახლი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. პროექტში მონაწილეობდა აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსი.

ამჟამად გრემის სათემო სახლში 84 ადამიანი ცხოვრობს. ახალ სათემო სახლში განთავსებული საცხოვრებელი ოთახები და სკოლა.

აშშ-ის მთავრობამ სათემო სახლის მშენებლობა 309 223 დოლარით დააფინანსა