ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში საპროტესტო აქციის გასამართად გაემგზავრებიან

საქართველო, თბილისი - 2009-12-21 08:20:00

დღეს, 21 დეკემბერს, 10:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო "რედისონთან" შეიკრიბებიან და ქუთაისში საპროტესტო აქციის გასამართად გაემგზავრებიან.

 
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქუთაისში "დიდების მემორიალის" დანგრევასა და ნგრევის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავენ.