ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 2009-12-18 15:35:00

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა. ღონისძიებას უეფას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ჯანი ინფანტინო უძღვებოდა. გუნდები ასეთი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ:

შტუტგარტი - ბარსელონა; ოლიმპიაკოსი - ბორდო; ინტერი - ჩელსი; ბაიერნი - ფიორენტინა; სევილია - ცსკა; ლიონი-რეალი ;პორტო - არსენალი; მანჩესტერი - მილანი. 

ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდებს მცირე უპირატესობა აქვთ - ისინი პირველ თამაშს სტუმრად გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე 22 მაისს გაიმართება.