თავდაცვის სამინისტრო უწყებაში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2009-12-16 12:01:00

 თავდაცვის სამინისტრო უწყებაში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაციას გამართავს.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალაიას უწყებიდან აცნობეს, სამინისტრო მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიშს ექსპერტებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს წარუდგენს.

განხილვა გასვლითი კონფერენციის ფარგლებში, გუდაურში ეწყობა. ის სამდღიანია - გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.