მიშელ ობამამ თეთრ სახლში პოეზიის საღამოზე ის რეპერი მიიწვია, რომელიც ბუშის მოკვლის მოწოდებით გამოდიოდა

საქართველო, თბილისი - 2011-05-12 16:44:00


მიშელ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პოეზიის საღამოზე რეპერი მიიწვია, რომელიც ბუშის მოკვლის მოწოდებით გამოდიოდა

ბარაკ ობამას მეუღლემ_მიშელ ობამამ თეთრ სახლში პოეზიის საღამოზე Common-ის ფსევდონიმით ცნობილი რეპერი მიიწვია, რომელიც ერთ-ერთ მუსიკალურ კომპოზიციაში ჯორჯ ბუშ-უმცროსთან ანგარიშსწორების მოწოდებით გამოდიოდა.

კონცერტი თეთრ სახლში გუშინ საღამოს გაიმართა. ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის, Fox News-ი თეთრ სახლში მის მიწვევას მთლად გონივრულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევენ.

"პრეზიდენტის მეუღლე წყალდიდობით (ტენესისა და ლუიზიანას შტატები) დაზარალებულებს უნდა დახმარებოდა და არა_რეპერებს"_აღნიშნა Twitter-ში ლორა ინგრემმა, რესპუბლიკელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოშოუს წამყვანმა.

თავის მხრივ, ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა კარლ როუვმა თეთრ სახლში მიწვეულ რეპერ Common-ს ბანდიტი უწოდა.

ბარაკ ობამას პრესმდივანმა ჯეი კარნის კი თავის ტრადიციულ ბრიფინგზე რეპერ Common-ის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ამ მუსიკოსის პოზიციას მთელ რიგ ასპექტებში არ იზიარებს. თუმცა Common-ი მრავალმხროვია. კერძოდ, ეს რეპერი მძიმე მოზარდებითაა დაკავებული, რომლებიც მისი დახმარებით ქუჩის გავლენისგან დაცულნი არიან",_აღნიშნა კარნიმ.