ძიუდოში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატი დასრულდება

საქართველო, თბილისი - 2009-12-06 09:15:00

დღეს, 6 დეკემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლში ძიუდოში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატი დასრულდება.

გამარჯვებულები 4 წონაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

გუშინ მედლებისათვის ერთმანეთს 60, 66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შეერკინენ.

ტურნირს საერთაშორისო კომისარი სლოვაკი მარიან ჰეპკა ემსახურება, რომელიც საქართველოში ევროპის ძიუდოს კავშირმა მოავლინა.